19 ნოემბერი 2024,   21:23
ვრცლად
პაციენტებს C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართვა დამატებითი კრიტერიუმის გარეშე შეეძლებათ

მძიმე კლინიკური მდგომარეობის პაციენტებს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვა, 10 ივლისიდან დამატებითი კრიტერიუმის გარეშე შეეძლებათ.

კრიტერიუმების გაფართოებასთან ერთად, პაციენტის რეგისტრაციიდან მკურნალობის დაწყებამდე ვადებიც იცვლება. ჯანდაცვის სამინისტრო მოლოდინის დროის ხანგრძლივობას, 2 თვიდან 2 კვირამდე ამცირებს. რეგისტრაციის ბაზიდან რიგითობის დაცვით, განაცხადების განხილვის შემდეგ, პაციენტები მედიკამენტის მისაღებად სერვისის მიმწოდებლებთან გადამისამართდებიან. ჯანდაცვის მინისტრმა სამკურნალო მედიკამენტის რაოდენობის გაზრდაზეც ისაუბრა.

პაციენტთა ნაკადის უკეთ სამართავად, ჯანდაცვის უწყება თბილისში C ჰეპატიტის სერვისცენტრს გახსნის. სამინისტროში ცენტრის საჭიროებას პაციენტთა რიგების ცენტრალიზებულ დონეზე მართვის მნიშვნელობით ხსნიან. კიდევ ერთი ანალოგიური ცენტრი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონშიც იფუნქციონირებს, რადგან სამინისტროს განმარტებით, რეგიონში დავადების მაჩვენებელი საშუალო ციფრზე, თითქმის სამჯერ მაღალია.

ამ ეტაპზე არსებულ ბაზაში მომლოდინე რეჟიმში 13 ათასზე მეტი ადამიანი იმყოფება. C ჰეპატიტის პროგრამა, სრულ ელიმინაციამდე, ყოველწლიურად 30 ათასამდე პაციენტის მკურნალობას ითვალისწინებს.

ავტორი: მარიამ ჭოხონელიძე.

დღის ამბები