03 ოქტომბერი 2024,   17:28
ვრცლად
"დავით გოგოხია სასტიკად ნაცემია", - გოგა ონიანი

ჟურნალისტ ზაზა დავითაიას ცემის ფაქტზე ბრალდებული დავით გოგოხიასა და ფარნაოზ ჭკადუას ადვოკატი დაკავებულებისთვის ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს.

გოგა ონიანი აცხადებს, რომ „თავისუფალი ზონის“ ორივე წევრი, განსაკუთრებით კი დავით გოგოხია დაკავების შემდეგ სასტიკად არიან მაცემები. ადვოკატს მათთან ექსპერტის შეყვანის უფლება დღეს არ მისცეს და მხოლოდ ბრალის წაყენების დოკუმენტაცია გადასცეს. ონიანი განმარტავს, რომ საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს.

ფარნაოზ ჭკადუასა და დავით გოგოხიას სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება, რომელზეც მოსამართლე მათი პატიმრობაში დატოვების საკითხზე იმსჯელებს. 

დღის ამბები