პარლამენტში მეცნიერებათა აკადემიის შესახებ კანონის ხმაურიანმა განხილვამ, აკადემიკოსების მონაწილეობის გარეშე ჩაიარა.
დეპუტატ ვანო კიღურაძის ინიციატივა ასაკობრივ ცენზს უწესებს 70 წელს ზემოთ ასაკის აკადემიკოსებს, რომლებსაც აკადემიის პრეზიდენტობის ან ვიცე-პრეზიდენტობის სურვილი აქვთ. ცვლილებების მიხედვით, ასაკობრივი ცენზის დაწესებასთან ერთად, წევრ კორესპონდენტებს სტიპენდიანტთა ისნტიტუტი ჩაანაცვლებს.
აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე ამტკიცებს, რომ ეს ავტორის პირადი ინტერესითაა ნაკარნახევი. ირკვევა, რომ მოქმედ პრეზიდენტს გიორგი კვესიტაძეს თანამდებობის დატოვება სახელისუფლებო უწყებიდან რამდენიმე თვის წინ სწორედ კიღურაძის სასარგებლოდ მოსთხოვეს. ამ თემაზე საუბრისას აკადემიკოსები ბიძინა ივანიშვილისა და ვანო კიღურაძის მეგობრობასაც ხაზს უსვამენ.
ვანო კიღურაძესთან მეგობრობას ხაზი ყოფილმა პრემიერმა რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტებთან შეხვედრსას გაუსვა.
ივანიშვილის ინტერესებს კანონის მიღებისას კიღურაძე გამორიცხავს, თუმცა არც იმას უარყოფს, რომ აკადემიის მოქმედი პრეზიდენტი მის სიმპათიებს არ იმსახურებს.
კომიტეტის თავმჯდომარე და ცვლილებების ინიციატორი გადაწყვეტილების შეცვლას მეცნიერების უკმაყოფილების მიუხედავად არ აპირებს.
დაპირისპირებაში გარკვევის მიზნით მხარეებთან შეხვედრას გეგმავს განათლების ახალი მინისტრი.
ავტორი: ელისო ჯარიაშვილი.