19 ნოემბერი 2024,   21:23
ვრცლად
"ეს არის პოლიტიკური ბრძოლა თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ“ - დავით ბაქრაძე

მოსამართლე შორენა ყაველაშვილის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და სააპელაციო სასამართლოს მხრიდან განმარტებებს ელოდებიან უმრავლესობაში.

უმრავლესობის წევრის მანანა კობახიძის განმარტებით, შორენა ყაველაშვილის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, პასუხი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა გასცეს.

რესპუბლიკური პარტიის წევრები წინასაარჩევნოდ, რუსთავი 2-ის წინააღმდეგ გადაწყვეტილებას არ ელოდებიან.

„მე არ ველოდები არჩევნებამდე რაიმე არსებითი ხასიათის ცვლილებებს,“ - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

ნაციონალური მოძრაობა კი კვლავ პოლიტიკურ მოტივსა და ხელისუფლების გავლენაზე საუბრობს.

რუსთავი 2-ის პროცესი არის კარგად ორკესტრირებული პროცესი, რომელშიც მონაწილეობას იღებს ხელისუფლების ყველა შტო. ეს არის პოლიტიკური ბრძოლა თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ,“ - განაცხადა დავთ ბაქრაძემ.

ეროვნული ფორუმის წევრი ანი მიროტაძე რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ სასამართლო კოლეგია უნდა იყოს ძალიან ყურადღებით და გადაწყვეტილება ბოლომდე არგუმენტირებული.

ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე რუსთავი 2-ის საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

დღის ამბები