„მე მქონდა მოლოდინი, რომ სასამართლო თავის სიმაღლეზე დადგებოდა“ - რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს მედიის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარე თამარ კინწურაშვილი აფასებს.
კინწურაშვილის თქმით, ეს გადაწყვეტილება არის საზიანო მთლიანად დემოკრატიული და წინასაარჩევნო პროცესისთვის.
„დღეს მოსამართლეებმა შეასრულეს ნოტარიუსის ფუნქცია, მათ დააკანონეს ბიძინა ივანიშვილის ის დაკვეთა, რომლის მიზანი იყო რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვალა, რაც შემდეგ ურთმელიძემ განამტკიცა თავის გადაწყვეტილებებში," - განაცხადა თამარ კინწურაშვილმა.