19 ნოემბერი 2024,   21:22
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის საქმე - კალაძე ორ კერძო სუბიექტს შორის დავაზე მიუთითებს

რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით დღეს გამოტანილ გადაწყვეტილებას ვიცე პრემიერი კახა კალაძე გამოეხმაურა. კალაძე ისევ ორ კერძო სუბიექტს შორის დავაზე მიუთითებს. 

ენერგეტიკის მინისტრი ამბობს, რომ სასამართლო დამოუკიდებელია. 

„ყველას კარგად გვესმის, რომ ახლოვდება არჩევნები და პოლიტიკურად გაკოტრებულ ზოგიერთ პარტიას, სუბიექტს აქვს შესაძლებლობა, რომ მოსახლეობას რაღაცით შეახსენოს თავი. კონკრეტულ პროცესს რაც შეეხება, მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ არ არის რუსთავი 2-ის საფრთხეზე საუბარი და რუსთავი 2-ის წინააღმდეგ სასამართლო პროცესზე. აქ არის ბატონ ხალვაშს და ძმებ ყარამანიშვილებს შორის დავა. სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ვიცე პრემიერის, პრემიერმინისტრის გასასჯელი არ უნდა იყოს. სასამართლო არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი. ჩვენ გამოვედით იმ წლებიდან, როდესაც ერთ დღეს ხდებოდა დაკავება, ბრალის წაყენება,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

 

ავტორი: ელისო ჯარიაშვილი

დღის ამბები