სტიქიური უბედურებიდან ერთი წელი გავიდა. დაზარალებულ მოსახლეობას, რომელთაც სახლები დაენგრათ, სახელმწიფომ კომპენსაცია გადაუხადა. თუმცა, დღეს 5 ოჯახის წარმომადგენელმა, რომლებსაც კომპენსაცია ამ დრომდე არ მიუღიათ, დღეს ბრიფინგი გამართეს. მათ არ აქვთ პასუხი თუ რატომ არ მისცა მერიამ მათ კომპენსაცია.
“არავითარი კომპენსაციის შემოთავაზება არ მიგვიღია. ჩემი შვილები ცალკე ცხოვრობენ, მე სხვის ბინაში. სამი თვეა ჩვენი ადვოკატის მეშვეობით, ბინები მოგვცეს ქირით და 300 ლარს გვიხდიან“ - განაცხადა დაზარალებულმა.
არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ინსტიტუტის დამფუძნებლის, ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, ამ ადამიანებს ჰყავთ ერთი მოდავე ადამიანი, რომელიც ამტკიცებს, რომ ეს პიროვნებები მის ტერიტორიაზე უკანონოდ ცხოვრობდნენ და კომპენსაცია მას ეკუთვნის.
“იმის ნაცვლად, რომ პროკურატურას გაერკვია მტყუან-მართალი და ამ 5 ოჯახის 20 წარმომადგენლის ბედი, რომლებიც დღეს ვერ იღებენ კომპენსაციას იმის გამო, რომ ვიღაც ერთი მოდავე პირი, რომელიც ამტკიცებს, რომ თითქოს ეს ადამიანები მონების სახით ცხოვრობდნენ მის ტერიტორიაზე და ახლა ის ითხოვს მათ ნაცვლად კომპენსაციის აღებას“ - აღნიშნა ლაშა ჩხარტიშვილმა.
ავტორი: გიგლა თუმანიშვილი