13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო გარემოს დაცვის მინისტრმა. გიგლა აგულავშილმა თანამშრომლებთან ერთად, მემორიალი ყვავილებით შეამკო. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ვერეს ხეობის მიმდებარე ტერიტორიაზე სიმბოლურად ციფრი - 13, ხავსით გამოსახეს.
სტიქიის შედეგად დაზიანებული ტერიტორიის სალიკვიდაციო სამუშაოებში გეოლოგები, ეროვნული სატყეო სააგენტო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები აქტიურად იყვნენ ჩართულები და მუდმივ მონიტორინგს ახორციელებდნენ.