ერთი წელი თბილისის ტრაგედიიდან - ვერეს ხეობაში 13 ივნისის მემორიალთან დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა დღეს კათოლიკოს პატრიარქმა.
პროცესს მთავრობის წევრები ესწრებოდნენ. დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს ტრაგიკული ღამე.
„ჩვენ დღეს მოვედით, რომ ვცეთ პატივი იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებიც ძალიან დიდი დანაკარგია ჩვენი ქვეყნისთვის. უმთავრესი არის ის, რომ ეს იყო უდიდესი კონსოლიდაციის პრეცედენტი და მთელი ერი გაერთიანდა,“ - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.