სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სამედიცინო ცენტრი ურანტის 80 თანამშრომელი უსამსახუროდ, 950 ბენეფიციარი კი მომსახურების გარეშე დარჩა, დღეს ლაშა კილაძე გამოეხმაურა.
ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორის განცხადებით, ცენტრს აქვს რესურსი, რომ ყველა თანამშრომელი დაასაქმოს და ყველა ბენეფიციარს გაუწიოს სათანადო მომსახურება.
„ტენდერი არ გამოცხადდა ერთადერთი მიზეზის გამო, რომ ცენტრი ამ პროგრამას განახორციელებს საკუთარი ძალებით. არც ერთი ბენეფიციარი არ დარჩება სერვისის გარეშე, რაც შეეხება თანამშრომლებს, ვისაც აქვს სურვილი, რომ გააგრძელოს ჩვენთან თანამშრომლობა, ჩვენ ვთავაზობთ ადეკვატური ანაზღაურებით ჩვენს ცენტრში დასაქმებას,“ - განაცხადა ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ლაშა კილაძემ.