03 ოქტომბერი 2024,   17:27
ვრცლად
"თავისუფალი ზონის" წევრების სასამართლო პროცესი რამდენიმე საათში გაიმართება

“თავისუფალი ზონის” წევრებს დღეს აღკვეთის ღონისძიებას შეუფარდებენ. დავით გოგოხია და ფარნაოზ ჭკადუა ჟურნალისტ ზაზა დავითაიას ცემის ფაქტზე არიან დაკავებული. გოგოხიას პოლიციის წინააღმდეგობისა და სხვისი ნივთის დაზიანების, ჭკადუას კი ხულიგნობის მუხლი აქვს შეფარდებული.

დაცვის მხარე მათ დაკავებას ოპონენტთა პოლიტიკური დევნის გაგრძელებად აფასებს. გოგა ონიანის ვარაუდით, პროკურატურა მათთვის პატიმრობას მოითხოვს, რასაც თავად ონიანი უსაფუძვლოდ მიიჩნევს. ადვოკატი იმედს გამოთქვამს, რომ მოსამართლე პროკურატურის ბრალდებას არ გაითვალისწინებს, რადგან მისი თქმით, ამ მუხლით პატიმრობის მოთხოვნა სრული აბსურდია.

დაპირისპირება „თავისუფალი ზონის“ წევრებსა და გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურანლისტს შორის ორი დღის წინ მოხდა. ამ ფაქტს ზაზა დავითაიას კოლეგები "ნაციონალური მოძრაობისა" და "თავისუფალი ზონის" წინააღმდეგ სოციალურ ქსელში მის აქტიურობას უკავშირებენ. ”თავისუფალი ზონის” წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ მათი პროვოცირება სიტყვიერი შეურაცხყოფით თავად დავითაიამ მოახდინა.

ორ ახალგაზრდულ მოძრაობას შორის არსებულ დაპირისპირებას და "თავისუფალი ზონის" ოფისთან მომხდარ ინციდენტს აფასებენ ექსპერტები. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ ადექვატურად იმოქმედონ და არ მოხდეს ძალადობის წახალისება ოპოზიციის წინააღმდეგ კონკრეტული ჯგუფების მონაწილეობით. ექსპერტთა შეფასებით, ბოლო დღეებში განვითარებული ქმედებები ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და იმიჯს აზარალებს.

დღის ამბები