ხელვაჩაურის სოფელ სატეხიაში 24 ადამიანი ერთი და იგივე სიმპტომებით ცუდად ერთდროულად დაბადების დღეზე გახდა. ნაწილი მათგანი ბათუმის რეფერალური საავადმყოფოში მოათავსეს, 11 ბავშვი კი, რომელთა შორის ერთ-ერთი წლინახევრისაა, დედათა და ბავშვთა ცენტრში.
მოწამლულთა ოჯახის წევრების ნაწილი განზრახ მოწამვლის ფაქტს არ გამორიცხავს, თუმცა ამის მიზეზებზე საუბარი ტელეკამერებთან არ სურთ. ახლობლების ნაწილი ფაქტს საკვებს უკავშირებს.
ინციდენტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 118-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ვარშანიძეების სახლში მთელი ღამის განმავლობაში პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.
ზუსტი მიზეზების დასადგენად, მედიკოსები ლაბორატორიული კვლევების პასუხს ელოდებიან, რომელიც უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
ავტორი: თათია ხორბალაძე, თეა ვაშალომიძე.