სახელმწიფოსგან გამოყოფილი თანხით ამ დროისთვის მთელი საქართველოს მაშტაბით მხოლოდ 85 ადრეული გაფრთხილების სისტემაა დამონტაჟებული. სპეციალისტების განმარტებით იმისთვის, რომ ქვეყნის მოსახლეობა სტიქიისგან მეტ-ნაკლებად იყოს დაცული და მათი დროულად ევაკუირება მოხდეს, რამდენიმე ათეული მილიონი ევროს ტექნიკაა საჭირო.
სტიქიის შემთხვევაში მოსახლეობის ევაკუაციისთვის მზადაა საგანგებო სიტუაციების სამსახურიც, თუმცა იმისთვის რომ ინფორმაცია მიიღონ, ისინიც ისევე როგორც მთელი სახელმწიფო რამდენიმე ათეულ ადრეული შეტყობინების სისტემაზე არიან დამოკიდებულები.
სპეციალისტები არ მალავენ, რომ რეაგირების კუთხით საქართველოში უკეთესი მდგომარეობაა, თუმცა საუბრობენ იმაზე, რომ ის რესურსი რაც არის, საკმარისი არაა იმისთვის, რომ მოსახლეობა დაცული იყოს.
ავტორი:დავით კაკულია.