19 ნოემბერი 2024,   21:22
ვრცლად
ჭანდარის საბავშვო ბაღის ყოფილი მენეჯერი პოლიტიკური ნიშნით დევნაზე საუბრობს

სოფელ ჭანდრის საბავშვო ბაღის ყოფილი მენეჯერი პოლიტიკური ნიშნით დევნასა და დისკრიმინაციაზე საუბრობს. მარინე ბიღიაშვილის ადვოკატის განცხადებით, მენეჯერი სამსახურიდან წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს.

გიორგი სიბაშვილის თქმით, მენეჯერზე ხელმძღვანელი პირებისგან გურჯაანის გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით ზეწოლა მიმდინარეობდა. საბოლოოდ კი ბიღიაშვილს ბაღში ჩატარებული მონიტორინგის დროს საოფისე ინვენტარის, ტუალეტის ქაღალდისა და ღრუბელის მითვისებაში დასდეს ბრალი და გაათავისუფლეს.

ადვოკატს სასამართლოში მენეჯერისთვის გამოცხადებული საყვედურის გამო და მისი თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნით ორი სარჩელი აქვს შეტანილი.

დღის ამბები