ახალი პოლიტიკური ცენტრის, გირჩის წევრები ჩაიკოვსკის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდნენ. ადგილობრივებმა მთავარ პრობლემად ქუჩაზე არსებული ვითარება დაასახელეს. მათი თქმით, სიძველის გამო შენობები ინგრევა, ისინი კი ინვესტორის შემოყვანას ვერ ახერხებენ, რადგან შენობებს ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. ქუჩის მცხოვრებლების თქმით, მათ მერიასა და კულტურის სამინისტროს დახმარების თხოვნით რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. ზურაბ ჯაფარიძემ დაზიანებული სახლებიც დაათვალიერა.