წალენჯიხის რაიონის სოფელ ნაკიფუს მოსახლეობა გზის მშენებლობას მოითხოვს. დილიდან ისინი რაიონის გამგეობის შენობასთან აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეები ადგილობრივ ხელისუფლებას პირობას უყენებენ, რომ თუ გზის პრობლემა, რომელიც წლებია სოფლის მოსახლეობას აწუხებს, არ მოგვარდება, პერმანენტულ აქციებს დაიწყებენ.