19 ნოემბერი 2024,   21:23
ვრცლად
„ეს არ არის რეიდები, ეს არის საპოლიციო კონტროლი" - გიორგი მღებრიშვილი

ე.წ. რეიდებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს შინაგან საქმეთა მინისტრი. გიორგი მღებრიშვილის განმარტებით, საპოლიციო კონტროლისას გამოვლენილი დარღვევის დროს, მოქალაქეებმა შესაბამის უწყებებს უნდა მიმართონ.

„ეს არ არის რეიდები, ეს არის საპოლიციო კონტროლი, რომელსც პერიოდულად შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს. რაც შეეხება გადაცდომებს, დარღვევებს, ამისთვის არსებობს შესაბამისი უწყებები, სადაც შეუძლიათ მიმართონ იმ ადამიანებმა, რომლებიც თვლიან, რომ დაირღვა მათი უფლებები რაიმე სახით,“ - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

დღის ამბები