19 ნოემბერი 2024,   21:21
ვრცლად
დაცვის სპეციალური სამსახური 22 წლისაა

დაცვის სპეციალური სამსახური 22 წლისაა - პრემიერმინისტრი და მთავრობის წარმომადგენლები დღეს სასწავლო ცენტრში იმყოფებოდნენ.

ფიცის დადების ცერემონიასთან ერთად, დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა იმიტირებული ღონისძიებაც გამართეს. რამდენიმე მათგანმა დღეს ჯილდოც მიიღო.

„მინდა განსაკუთრებულად მივულოცო ეს დღე ახალწვეულებს. მინდა გისურვოთ უსაფრთხო სამსახური და იმედი გამოვთქვა, რომ ჩვენი ქვეყანა იქნება ყველა ჩვენგანისთვის საამაყო. ჩვენ ერთად ავაშენებთ ძლიერ სახელმწიფოს,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

დღის ამბები