სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშში რუსთავი 2-ის საქმეზეც არის საუბარი. დოკუმენტზე მსჯელობას პარლამენტი რამდენიმე წუთში დაიწყებს.
უჩა ნანუაშვილს კითხვები აქვს სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით. სახალხო დამცველი რუსთავი 2-ის წილების დაყადაღებისა და დროებითი მმართველების დანიშვნასთან დაკავშირებით მოსამართლე თამაზ ურთმელიძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს.
უჩა ნანუაშვილი ანგარიშში ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლოს მუშაობასთან დაკავშირებით ბევრი შეკითხვა ჩნდება, მათ შორის იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით.
ავტორი: ნინო სამყურაშვილი.