ლაგოდეხის რაიონის სოფელ თამარიანში საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივების პროტესტი სასოფლო- სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციის ჩავარდნამ გამოიწვია.
აქციის მონაწილეების თქმით, წელს ლაგოდეხში უხვი მოსავალი აიღეს, რის გამოც ფასები დაეცა და 20-დან 30 თეთრამდე მერყეობს.
ადგილობრივები გასაღების ბაზრის მოძიებაში დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ და აცხადებენ, რომ სხვა შემთხვევაში ისინი ბანკიდან აღებული ვალების დაფარვას ვერ შეძლებენ.
აქციის მონაწილეებს ლაგოდეხის რაიონის გამგებელმა უპასუხა.
„საკმაოდ ჭარბი მოსავალია, როგორც ბადრიჯნის ასევე ბულგარული წიწაკის. სახელწმიფო ვერ ჩაერევა ფასების დარეგულირებაში, ამას არეგულირებს ბაზარი. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ცოტა ხანში გამოსწორდება მდგომარეობა,“ - აცხადებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი, კახა ჯამბურია.