03 ოქტომბერი 2024,   17:24
ვრცლად
პაპავა ნარმანიასთან დათმობაზე წასვლას არ აპირებს

ლადო პაპავა მაღლივი კორპუსის მიმდებარედ გაზგასამართი სადგურის მშენებლობას აპროტესტებს.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი დედაქალაქის მერს სთხოვს უზრუნველყოს მშენებლობის შეჩერება, რადგან, მისი აზრით, გაზგასამართი სადგური უნივერსიტეტისთვის შეუფერებელი ობიექტია.

„თუ საზოგადოება კარგად გაიაზრებს, რასთან გვაქვს საქმე და მთავრობა და მერია მიხვდებიან, რომ უნივერსიტეტი არ უნდა შეიზღუდოს და მასთან შეუფერებელი ობიექტი არ უნდა არებობდეს, რა თქმა უნდა, საკითხი დადებითად გადაწყდება. ერთ რამეს კი მინდა ხაზი გავუსვა, რომ საკითხი როგორც არ უნდა გადაწყდეს, პირადად მე გაჩუმებას არ ვაპირებ,“- აცხადებს ლადო პაპავა.

თბილისის მერი კი აცხადებს, რომ გაზგასამართ სადგურში ინვესტიციაა ჩადებული და მისი მშენებლობა აუცილებლად დასრულდება. ნარმანიას განმარტებით, სადგურს ნებართვა კანონიერად აქვს მოპოვებული და ის სტუდენტებს საფრთხეს არ შეუქმნის.

„გაზგასამართი სადგური მაღლივ კორპუსს ხელს არ უშლის. მაღლივ კორპუსსა და გაზგასამართ სადგურს შორის ჩვენ ახალგაზრდული ცენტრი უნდა გავაკეთოთ და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ეს ცენტრი ახალგაზრდებს მოემსახურება და ბევრი უნივერსიტეტელისთვის ეს იქნება საინტერესო და მიმზიდველი პროექტი“, - განმარტა თბილისის მერმა.

დღის ამბები