03 ოქტომბერი 2024,   17:26
ვრცლად
ჩაშლილი სასწავლო პროცესი და დაშავებული მოსწავლე

ფოთის მეექვსე საჯარო სკოლაში თანაკლასელებს შორის დაწყებული სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. გაკვეთილის მიმდინარეობისას მოსწავლემ თანაკლასელს თავში რკინის სკამი ჩაარტყა. ინციდენტი მალევე სკოლის დირექციის დროული ჩარევით ამოიწურა.

დაშავებულ ახალგაზრდას კი სასწრაფო სამედიცინო დახმარება 112-ის ექიმებმა აღმოუჩინეს. დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია.

სკოლის დირექტორის ინფორმაციით, დღევანდელი ინციდენტი გუშინ სკოლის მოსწავლეებს შორის დაწყებული გარჩევის გაგრძელებაა. დირექტორი განმარტავს, რომ მოძალადე ახალგაზრდა სკოლაში ახალი გადასულია და მას თანაკლასელებთან ურთიერთობაში პრობლემები აქვს.

არასრულწლოვანი მოძალადე ფოთის პოლიციის სამმართველოში მშობლებთან ერთად იმყოფება. 

დღის ამბები