03 ოქტომბერი 2024,   17:26
ვრცლად
არასამთავრობოები ხელისუფლებას ევროსაბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდებენ

„არასწორი იქნება, თუ ხელისუფლება არ მიანიჭებს მნიშვნელობას ევროსაბჭოს რეკომენდაციებს,“ - ეს განცხადება  „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” ხელმძღვანელმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

ლომჯარია განმარტავს, რომ იმ პრობლემებზე, რომლებიც რეზოლუციაშია ასახული, მისი და სხვა არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციების წევრები უკვე დიდი ხანია, ლაპარაკობენ.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ ევროსაბჭოს რეზოლუციაში ასახული რეკომენდაციები რეფორმების დაგეგმვისას უნდა გაითვალისწინოს.

ამავე პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა დღეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ ხელმძღვანელმაც და აღიშნა, რომ ბოლო დღეებში რეზოლუციასთან დაკავშირებით მიმდინარე დისკუსიებიდან გამომდინარე, საზოგადოებამ ვერ გაიგო, რა სწერია დოკუმენტში.

გიგაურმა განმარტა, რომ რეზოლუციაში მართლაც არის ჩამოთვლილი ის დადებითი მხარეები, რაც არსებობს. თუმცა, მთავრობამ აუცილებლად უნდა მიაქციოს ყურადღება რეზოლუციაში გამოთქმულ რეკომენდაციებს. 

დღის ამბები