03 ოქტომბერი 2024,   17:20
ვრცლად
თავისუფალი ზონის წევრები სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

ზურა დავითაიას ცემის ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულ ფარნაოზ ჭკადუას  და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დაკავებულ დავით გოგოხიას სასამართლომ გირაო შეუფარდა. მოსამართლემ  არც დაცვის და არც ბრალდების მხარის შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა.

სასამართლო სხდომაზე სიტყვით თავად ჭკადუა და გოგოხიაც გამოვიდნენ. მათ წაყენებული ბრალდება აბსურდულად შეაფასეს და განზრახ მოწყობილ პროვოკაციაზე ილაპარაკეს. 

დავით გოგოხიამ სხდომაზე სკანდალური განცხადებაც გააკეთა. გოგოხიას თქმით, მას შემდეგ, რაც ის სამართალდამცველებმა დააკავეს, მას  ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. 

პროცესი საქალაქო სასამართლოში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, თუმცა, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლოს ტერიტორიასთან საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები