03 ოქტომბერი 2024,   17:30
ვრცლად
"კავკასუს ონლაინი", შესაძლოა, მარეგულირებელმა დააჯარიმოს

კომუნიკაციების ეროვნული კომისია აცხადებს, რომ "კავკასუს ონლაინი" პასუხისმგებელია მის მიერ რეგისტრირებული ინტერნეტგვერდების შინაარსზე.

ამის შესახებ  საუბარია  მარეგულირებელი კომისიის მიერ საგანგებოდ გავრცელებულ განცხადებაში.  

განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომისიის რეგლამენტით ინტერნეტის მიმწოდებელი და სერვერების მფლობელი ორგანიზაცია ვალდებულია, პერიოდულად აკონტროლოს მის მიერ რეგისტრირებული ინტერნეტგვერდების შინაარსი.

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში კონტროლის აუცილებლობას უსვამენ ხაზს და აცხადებენ, რომ ამ შემთხვევაში მოქალაქეთა ინტერესები ინტერნეტსივრცეში დაცული იქნება.

გარდა ამისა, შესაძლებელია, შპს ”კავკასუს ონლაინი” კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რეგლამენტის დარღვევის გამო დააჯარიმოს და ორგანიზაციას სანქციები დააკისროს.

გარდა ამისა, დასჯადია პორნოგრაფიული წარმოების ან სხვა საგნის უკანონოდ დამზადება და უკანონოდ გასაღება. აღნიშნულ ნორმას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლი განსაზღვრავს.

შეგახსენებთ, რომ ”კავკასუს ონლაინის”’ შენობაში კრიმინალური პოლიცია დილიდან იმყოფება. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი გამოძიების მიმდინარეობის შესახებ დამატებით დეტალებს ჯერ არ ავრცელებს.

 

დღის ამბები