03 ოქტომბერი 2024,   17:26
ვრცლად
მარგველაშვილი: "მოვუწოდებ პოლიტიკოსებს, დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდონ მიმდინარე პროცესებს"

 

საქართველოს პრეზიდენტი ”თავისუფალი ზონისა” და ”თავისუფალი თაობის” წარმომადგენლებს არსებული უთანხმოებების გარკვევას სასამართლოში ურჩევს.

ამ საკითხის კომენტირებისას მარგველაშვილმა განაცხადა, რომ აუცილებელია მოხდეს საკითხის დროული დეესკალაცია და პოლიტიკოსებს სიფრთხილისკენ მოუწოდა.    

”მე მოვუწოდებ პოლიტიკოსებს, რაც შეიძლება დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდონ მიმდინარე პროცესებს,’’- აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

საქართველოს პრეზიდენტი პეკინის 34 ნომერში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართავს, რომ საქმე დროულად გამოიძიონ. 

დღის ამბები