03 ოქტომბერი 2024,   17:23
ვრცლად
მარგველაშვილი უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით შსს-ს წარმომადგენლებს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტს ჯერ არ გადაუწყვეტია, დაადებს თუ არა ვეტოს უკანონო მოსმენების შესახებ კანონპროექტს. 

ამის შესახებ განცხადება მარგველაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა, სადაც უკანონო მოსმენების შესახებ კანონპროექტში არსებულ ხარვეზებზე იმსჯელეს.  

შეხვედრა პრეზიდენტსა და არასამთავრობო სექტორს შორის რამდენიმე წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა, მაგრამ, როგორც შეხვედრის შემდეგ ითქვა, კანონპროექტი დეტალურად განიხილეს. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მას არ აქვს მიღებული გადწყვეტილება, რას იზამს იმ შემთხვევაში, თუ საკანონმდებლო ორგანო კანონპროექტს ამ სახით დაამტკიცებს.  

მარგველაშვილი ამბობს, რომ ის უახლოეს დღეებში ამ საკითხთან დაკავშირებით შსს-ს წარმომადგენლებს შეხვდება და მათ  არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნებსაც  გააცნობს. 

"აუცილებელია მოვისმინო შსს-ს პოზიციაც. აქედან გამომდინარე, მერე შევხედოთ არსებულ კანონმდებლობას და შესაბამისად ჩამოვაყალიბოთ ჩვენი ხედვა კანონპროექტზე ხელის მოწერასთან ან ვეტოს დადებასთან დაკავშირებით," - განაცხადა მარგველაშვილმა. 

პრეზიდენტსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის შეხვედრას საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები და უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი  ესწრებოდნენ.

 

 

 

დღის ამბები