19 ნოემბერი 2024,   21:22
ვრცლად
დადიანების სასახლის ეზოში "ჯემ ფესტის" კლიპის პრეზენტაცია გაიმართა

დადიანების სასახლის ეზოში ჯემ ფესტის კლიპის პრეზენტაცია გაიმართა. ვიდეოს ლაიტმოტივად ორგანიზატორებმა რეგიონის პეიზაჟები და ბუნების ხმები შეარჩიეს. მათი განმარტებით, ფესტივალის სამშობლო სწორედ სამეგრელოა.

ჯემ ფესტი 9 აგვისტოს სწორედ ამ კლიპით გაიხსნება და ერთ კვირას გასტანს, გახსნის ცერემონიას კი სიმბოლურად აფხაზი დიჯეი წაიყვანს.

გიორგი სიგუას განცხადებით, 2017 წელს ფესტივალის ხანგრძლივობა 1 თვემდე გაიზრდება. წელს კი ჯემ ფესტი 40 ათასამდე სტუმარს ელოდება.

დღის ამბები