ევროსასამართლოში ქართველი მოსამართლის შერჩევა-დანიშვნის ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, გაუმჭვირვალე პროცესის გამო აყენებენ. მთავარი შეკითხვა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ, წარდგენილი კანდიდატების მიმართ მთავრობის პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირდება. ყველაზე მეტი ბრალდება მესამე სექტორში უკვე მეორე კვირაა მოსამართლეობის კანდიდატ ევა გოცირიძესთან დაკავშირებით ისმის.
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, საბოლოო გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა მათგან დამოუკიდებლად მიიღო.
სახალხო დამცველის მთავარი შეკითხვებიც შერჩეულ და დაწუნებულ კანდიდატებს უკავშირდება. უჩა ნანუაშვილი, რომელიც შესარჩევი კომისიის წევრი იყო, ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ ევა გოცირიძესთან დაკავშირებით ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღო და სამეულს მიღმა გაცილებით მაღალქულიანი კონკურსანტები დატოვა.
მეორე კვირაა დუმილს არ არღვევს იუსტიციის საბჭოს წევრი და მის სადავო კანდიდატურასთან დაკავშირებით ბრალდებებს არ პასუხობს. სახალხო დამცველისა და სამოქალაქო სექტორის შეკითხვები და შენიშვნები დღეს უპასუხოდ დატოვეს მმართველი გუნდის წევრებმაც. მათ შორის შესარჩევი კომისიის წევრებმაც - ეკა ბესელიამ და მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ.
ავტორი ქეთი ნადიბაიძე