ამ დრომდე უცნობია როდის შეხვდებიან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები არასამთავრობო ორგანიზაციებს. ის გუშინ ბათუმში უნდა გამართულიყო, თუმცა გადაიდო.
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის საკონსტიტუციო სასამართლოდან ჯერ-ჯერობით არ უცნობებიათ, როდის იქნება ეს შესაძლებელი.
შეხვედრა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივით მეორე კოლეგიის მოსამართლეებთან უნდა გამართულიყო.
ამ შეხვედრაზე მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტებსა და სარჩელების შეცვლაზე უნდა ემსჯელათ.