19 ნოემბერი 2024,   21:22
ვრცლად
ენმ განათლების სამინისტროს თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებს

სასკოლო სახელმძღვანელოების ბეჭდვასთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა ნაციონალურ მოძრაობაში. ისინი განათლების სამინისტროს თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებენ.

პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, 2016-2017 წლის სასწავლო ლიტერატურის გამოცემის ხელშეკრულება შპს ფორმატთან ტენდერის გამარტივებული გზით გააფორმეს, რაც მათი თქმით, უკანონო ქმედებაა. 

„სასკოლო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით ცნობილი გახადა, რომ განათლების სამინისტრომ კვლავ ერთ პირთან მოლაპარაკებით გააფორმა ხელშეკრულება 2,5 მილიონზე და ეს არის, მაღალი ალბათობით, კორუფციული სქემა,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.

დღის ამბები