19 ნოემბერი 2024,   21:23
ვრცლად
ოდეერების ინსტიტუტი თავდაცვის ყოფილი და მოქმედი მინისტრების დაპირისპირების მიზეზი გახდა

თავდაცვის მინისტრმა ახალ პოსტზე მუშაობა რესპუბლიკელებთან დაპირისპირებით დაიწყო. კიდევ ერთი საკითხი, რამელზეც ბრალდებები ორივე მხრიდან ისმის, ე.წ. ოდეერების ინსტიტუტია.

საპარლამენტო საქმიანობა ფრაქცია რესპუბლიკელებმა დღეს თავდაცვის მინისტრს შეახსენეს. გაზეთ კვირის პალიტრასთან ინტერვიუში ლევან იზორია ამბობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის ინსტიტუტს მხარს „რესპუბლიკელებიც“ უჭერდნენ. მინისტრი ასევე მიანიშნებს, რომ უსაფრთხოების სამსახურის საწინააღმდეგო პოზიცია რესპუბლიკელებმა მხოლოდ თანამდებობის დატოვების შემდეგ გაამჟღავნეს.


იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე იზორიასთან კნსულტაციებს ადასტურებს და იმასაც ყვება, რომ ძალოვანი უწყების მიერ წარმოდგენილ კანონპროექტში სწორედ რესპუბლიკელების ძალისხმევით უსაფრთხოების სამსახურს უფლებები შეეზღუდა.

რესპუბლიკელებისა და ლევან იზორიას დაპირისპირება თავდაცვის ახალი მინისტრის დანიშვნის შემდეგ გამწვავდა. ყოფილი მინისტრისა და მისი თანაგუნდელებისთვის მიუღებელია სუს -ის ხემძღვანელი პირისთვის თავდაცვის უწყების ჩაბარება.

თინა ხიდაშელს ლევან იზორიას დღევანდელი განცხადებისთვის არ უპასუხია. რამდნიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გაკეთებულ ვრცელ განმარტებაში კი ის იხსენებს, რომ ოდეერების თემაზე იზორიასთან მთავრობის სხდომაზეც მწვავედ იკამათა.

უსაფრთხოების ოფიცრების თემაზე კამათს მინისტრთა კაბინეტის წევრები ვერ იხსენებენ. 

ავტორი ელისო ჯარიაშვილი

დღის ამბები