03 ოქტომბერი 2024,   17:26
ვრცლად
ღარიბაშვილი კახეთში "ქართული ღვინის დღეს" აღნიშნავს

პრემიერ-მინისტრი დღეს კახეთში მის მიერვე დაარსებულ "ქართული ღვინის დღესთან" დაკავშირებულ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. 

ღარიბაშვილის დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს. 

ამ ინფორმაციის თანახმად, "ქართული ღვინის დღის" ფარგლებში საზეიმო ღონისძიებები ალავერდის სამონასტრო კომპლექსში გაიმართება.

ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება დოღს, სიტყვით მიმართავს ალავერდის კომპლექსში შეკრებილ მოსახლეობას.

მთავრობის მეთაური მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად ყვარლის რაიონში "მეღვინეობა ხარებას" რთველშიც მიიღებს მონაწილეობას. ამის შემდეგ კი "ყვარლის გვირაბებს" ეწვევიან.

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 2014 წლის 4 ოქტომბერს "ქართული ღვინის დღე" პირველად აღინიშნება.

დღის ამბები