პრეზიდენტი ქობულეთის საზაფხულო სკოლის მონაწილეებს შეხვდა. გიორგი მარგველაშვილი პროექტის მეორე ეტაპის მიმდინარეობას გაეცნო და ახალგაზრდებს არჩევნებში მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე ესაუბრა. საზაფხულო სკოლა 7 დღის განმავლობაში ტრენინგებსა და სხვადასხვა აქტივობებს მოიცავს, კამპანია 9 რეგიონში მიმდინარეობს.
“მთავარი არგუმენტი ალბათ იმაში მდგომარეობს, რაც ჩვენ უნდა მივიტანოთ საზოგადოებამდე, რომ ჩვენ არავის არ ვთხოვთ ვინმეს მისცეს ხმა, ჩვენ არავის არ ვთხოვთ, რომ ჩვენ დაგვიჭიროს მხარი. ჩვენ ვთხოვთ მათ, რომ ისინი იყვნენ ჩართული თანამედროვე საქართველოს შემოქმედებაში, თანამედროვე საზოგადოების შექმნაში,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.