პარტიზანი მებაღეები ამ წუთებში აქციას მართავენ თბილისის მერიასთან. ისინი დავით ნარმანიას გადადგომას ითხოვენ. ყაზბეგის გამზირზე 25-მდე ხის გაჩეხვის გამო, ორგანიზაციის ერთ-ერთმა წევრმა, ნატა ფერაძემ, ადგილზე შიმშილობაც დაიწყო.
აქციას შეუერთდა საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი. მან გამწვანების სამსახურის უფროსის გადადგომა და იმ ექსპერტის პასუხისმგებლობის დაყენება მოითხოვა, რომელმაც ხეების მოჭრის შესახებ დადებითი რეკომენდაცია გასცა.
რამდენიმე ორგანიზაცია საკითხზე კანონპროექტის მომზადებასაც გეგმავს.