19 ნოემბერი 2024,   21:22
ვრცლად
შავ ზღვაში დაკარგულ 2 ქართველ სამხედროს ამ დრომდე ვერ მიაგნეს

24 საათზე მეტია, გონიოში კურსანტებს, გიორგი ნანიტაშვილს და იაგო შარაძეს, ეძებენ. უახლოეს საათებში სამძებრო ოპერციაში თურქი სპეციალისტებიც ჩაერთვებიან, რომელთაც დახმარებისთვის თავდაცვის სამინისტრომ მიმართა.

გონიოში ჩასულ მინისტრს კი დღეს დაკარგული სამხედროების ოჯახის წევრების პრეტენზიების მოსმენა მოუწია. მშობლები თავდაცვის უწყებას დაუდევრობაში ადანაშაულებენ, რადგან წვრთნების დროს აჭარის სანაპიროზე შტორმი იყო.

თავდაცვის მინისტრმა გონიოში აღნიშნა, რომ საქმეს პირად კონტროლზე აიყვანს და დამნაშავეების ან დამნაშავის არსებობის შემთხვევაში სასჯელის ზომაც განისაზღვრება. სამხედრო პოლიციაში ფაქტზე გამოძიება უკვე მიმდინარეობს. 

პარალელურად გრძელდება სამაშველო ოპერაციაც. ზღვაში გასულია მყვინთავთა რამდენიმე ჯგუფი, ოპერაციაში ჩართულია ავიაციაც. 

ქართველ სპეციალისტებს ამერიკელი სამხედროებიც ეხმარებიან.

დღეს ადგილზე საქართველოს პრეზიდენტიც იმყოფებოდა. გიორგი მარგველაშვილი დაკარგულთა ოჯახის წევრებს შეხვდა და ადგილზე გაეცნო ძებნის ოპერაციას. 

 

 

ავტორი: ეკო მაღრაძე

დღის ამბები