19 ნოემბერი 2024,   21:21
ვრცლად
ერთ დღეში მოპოვებული 3 მედალი - ქართველების წარმატება ოლიმპიადაზე

პირველი ოქრო, პირველი რეკორდი და პირველად ერთდროულად ორი ქართველი ოლიმპიურ კვარცხლბეკზე. სპორტული სამყაროს უმაღლესი ჯილდო საქართველოს ნაკრებს ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მოუტანა. დაჯილდოების ცერემონიაზე მის გვერდით თანაგუნდელი, ირაკლი თურმანიძე, იდგა, რომელმაც ამავე ტურნირზე ბრინჯაოს მედალი აიღო.

ოლიმპიური ოქროსა და მსოფლიო რეკორდთან ერთად კი ტალახაძემ მსოფლიოს ყველაზე ღონიერი ადამიანის ტიტულიც მიიღო.

ამ დროისთვის რიოს ოლიმპიადაზე საქართველოს 5 მედალი აქვს მოპოვებული. მათ შორის 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაოს მედალი. ხვალ კი 200-მეტრიან კანოეში ზაზა ნადირაძე გამოვა. ფინალური ტური ხვალ, თბილისის დროით 16:10 საათზე დაიწყება. 

 

 

ავტორი: დავით ერაძე

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები