19 ნოემბერი 2024,   21:23
ვრცლად
ეჭვი მაქვს, რომ მოხდა ჯანსაღი ხეების მოჭრა-გამწვანების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ყაზბეგის გამზირზე ხეების ჭრას ეხმაურება

ყაზბეგის გამზირზე ხეების მოჭრასტან დაკავშირებით ხმაური გრძელდება. მომხდარზე დღეს კომენტარი გააკეთა გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსმა ნინო სულხანიშვილმა. 

მისი თქმით, გუშინდელი პროტესტის შემდეგ კომპანია ფორესტის მიერ ხეების მდგომარეობასთან დაკავშირებით დადებული დასკვნა შესამოწმებლად მზადდება.

როგორც სულხნიშვილი განმარტავს, იგი ადგილზე გაეცნო ვითარებას და ეჭვი აქვს, რომ საღი ხეები მოჭრეს. მისი თქმით, ის კომპანია ფორესტსს ესაუბრა და მათ განაცხადეს, რომ საკუთარ სიმართლეს დაამტკიცებენ.

პარალელურად გრძელდება პროტესტი გარემოს დამცველების მხრიდან. პარტიზანი მებაღე ნატა ფერაძე შიმშილობას აგრძელებს და ძალაში რჩება ნინო სულხანიშვილისა და მისი მოადგილის გადადგომის მოთხოვნაც, გარდა ამისა პარტიზანი მებაღეები მომხდარის გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობენ.

ნატა ფერაძის განცხადებით, მისი მოძრაობა ხეების მდგომარეობასთან დაკავშირებით დამოუკიდებელ ექსპერტიზასაც ჩაატარებს და საკუთარ დასკვნას დადებს.

შეგახსენებთ, რომ ყაზბეგის 24 ნომერში გუშინ 40-ზე მეტი ხე მოიჭრა. დღეს კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გაიმართება, რომელსაც პარტიზანი მებაღეები და დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი შეუერთდებიან.

ავტორი: სალომე ბოკუჩავა.

 

დღის ამბები