19 ნოემბერი 2024,   21:21
ვრცლად
ნატა ფერაძე შიმშილობას აგრძელებს - პარტიზანი მებაღეების აქცია მერიასთან საღამოს განახლდება

პარტიზანი მებაღეების და სხვა აქტივისტების საპროტესტო აქცია დღეს საღამოს 19:00 საათზე განახლდება. მანამდე კი შიმშილობას აგრძელებს პარტიზანი მებაღეების ერთ-ერთი ლიდერი ნატა ფერაძე.

მან გუშინდელი ღამეც თბილისის მერიასთან გაათენა. მოძრაობის წევრები ვარაუდობენ, რომ მერიამ სამშენებლო კომპანია ორბი ჯგუფს ნებართვა საღი ხეების მოჭრაზეც მისცა.

პარტიზანმა მებაღეებმა გამოძიების დაწყების მოთხოვნით მთავარ პროკურატურასაც მიმართეს. ისინი მუნიციპალიტეტის იმ მაღალჩინოსნების პასუხიმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვენ, რომლებმაც ყაზბეგის 24 ნომერში ხეების მოჭრის ნებართვა გასცეს.

ანალოგიური შინაარსის სარჩელი მთავარ პროკურატურაში ახალგაზრდა იურისტებმაც შეიტანეს. საგამოძიებო უწყებაში მოკვლევის დაწყების მიზნით დოკუმენტაცია გადაგზავნა მერიამაც.

დღის ამბები