19 ნოემბერი 2024,   21:22
ვრცლად
მოჭრილი ხეების საქმეზე პროკურატურაში საექსპერტო კომპანიის წარმომადგენლებს კითხავენ

პროკურატურაში გრძელდება დაკითხვა თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე მოჭრილი ხეების საქმეზე.

პროკურატურაში მივიდნენ იმ კერძო საექსპერტო კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც პროცესში იყვნენ ჩართული.

თბილისის მერია აცხადებს, რომ სწორედ ამ კომპანიის დასკვნის შემდეგ გაიცა ხეების მოჭრის ნებართვა.

მანამდე კი დაკითხვაზე პარტიზანი მებაღეები და თბილისის საკრებულოს წევრი, ალეკო ელისაშვილი, იმყოფებოდნენ. 

"გულგრილობის მუხლით უნდა აღიძრას საქმე. ერთმნიშვნელოვნად სახეზეა გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელის გულგრილობა და ზედამხედველობის სამსახურის გულგრილობა იმიტომ, რომ ერთის ვალდებული იყო, ეს ავაზაკური და მცდარი დასკვნა, რომ, თითქოს, იქ გადამხმარი იყო ყველაფერი, ადგილზე გადაემოწმებინა. ზედამხედველობის სამსახური ვალდებული იყო, რომ ჭრის პროცესისთვის მიექციეთ ყურადღება. გამოძიება არ გამორიცხავს, რომ კვალიფიკაცია შეეცვალოს საქმეს. მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ კვალიფიციურად მიმდინარეობს გამოძიება," - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. 

 

 

 

ავტორი მარიამ გაფრინდაშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები