03 ოქტომბერი 2024,   17:27
ვრცლად
ებოლა ჰაერწვეთოვანი გზით არ გადადის

 "ებოლას" ვირუსთან დაკავშირებით გაეროს ექსტრემალური რეაგირების მისია უარყოფს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ვირუსი ჰაერწვეთოვანი გზით გადადის.

"გაეროს მისიას სურს განმარტოს, რომ ებოლას ვირუსი არ გადადის ჰაერწვეთოვანი გზით. ამ დროისთვის არ გაგვაჩნია იმის დადასტურება, რომ ებოლას ვირუსის მუტაცია ხდება, რომელიც იძენს შესაძლებლობას ამგვარი გზით გადავიდეს", - ნათქვამია მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ცნობით, ებოლას ვირუსის გადაცემა მხოლოდ პირდაპირი კონტაქტითა და ფიზიოლოგიური სითხეების მეშვეობით ხდება. თუმცა, მისიაში აცხადებენ, რომ ვირუსებს გააჩნიათ მუტაციის შესაძლებლობა, მაგრამ ეს რთული პროცესია, რასაც დრო სჭირდება.

მისიას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები მოჰყავს, რომელთა თანახმადაც, ყველაზე უსაფრთხოა იმ ადამიანთა ფიზიოლოგიურ სითხეებთან პირდაპირი კონტაქტისგან თავი შეიკავონ, რომლებიც ებოლას ვირუსით არიან ავად.

ბოლო ინფორმაციით, დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში გავრცელებული ამ ვირუსის შედეგად სავარაუდო და დადასტურებულად დაინფიცირებულთა რაოდენობა 7 ათასს აღემატება, რომელთაგან 3338 ადამიანი დაიღუპა.

დღის ამბები