პარტიზანი მებაღეები თბილისის მერიასთან შიმშილობას აგრძელებენ და მანამდე არ აპირებენ შეწყვიტონ აქცია, სანამ მათ მოთხოვნებს თბილისის მერია არ დააკმაყოფილებს.
ცოტა ხნის წინ მერიასთან კიდევ ერთი მოშიმშილე გახდა ცუდად. ელენე მალაშევკსი-ჯაყელს სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა დახმარება აღმოუჩინეს, ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
"შიმშილობას ვაგრძელებ, გლუკოზა მივიღე. ეს იყო ნერვული სტრესი. მათ მოაწყვეს PR კამპანია, უხაროდათ კამერებთან საუბარი. ზოგადი ფრაზები იყო ზოგადი დაპირებებით, რაც არაფერ კონკრეტულს არ გულისხმობს,"- განაცხადა ელენე მალაშევსკი-ჯაყელმა.