19 ნოემბერი 2024,   21:23
ვრცლად
სოფელ ზემო სობირში რუსმა ოკუპანტებმა ქართველ ფერმერს ნება დართეს მოსავალი აიღოს

ოკუპაციის ზონის მიმდებარედ სოფელ ზემო სობირში რუსმა ოკუპანტებმა ნება დართეს ქართველ ფერმერს მოსავალი აიღოს. სამხედროებმა მას ამისთვის ვადა დღის ბოლომდე მისცეს.

მოსავლის აღების პროცესი სობირში ამ წუთებშიც მიმდინარეობს და მას ოკუპანტებიც და ქართული მხარის წარმომადგენლებიც აკვირდებიან. რუსულ მხარესთან შეთანხმება შერიგების სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ცხელი ხაზის გამოყენებით შეძლო.

„მოლაპარაკებებმა გამოიღო შედეგი. ამჟამად მიმდინარეობს მოსავლის აღება რუსი სამხედროების დაკვირვების ფონზე. ჯერჯერობით გართუელბას ადგილი არ აქვს და ვფიქორბ, მშვიდობიანად დასრუდება პროცესი,“ - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა. 

 

დღის ამბები