03 ოქტომბერი 2024,   17:23
ვრცლად
ბათუმში ყურბან-ბაირამის დღესასწაულს ზეიმობენ

მუსლიმანური სამყარო დღეს ყურბან-ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავს. მეჩეთში შეკრებილებს დღეს ზეიმი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ბათუმის მერმა მიულოცეს.

"ყველა მუსლიმს ვულოცავ ყურბან-ბაირამის წმინდა დღესასწაულს. თითოეული მუსლიმი დღეს განსაკუთრებით ბედნიერია, რადგან ღმერთთან დაახლოებას ცდილობს. მსხვერპლის შეწირვით ისინი ეხმარებიან ყველა გაჭირვებულს," - აღნიშნა არჩილ ხაბაძემ.

მსოფლიოს მასშტაბით მუსლიმები დღეს ყურბან-ბაირამის, ანუ მსხვერპლშეწირვის დღესასწაულს აღნიშნავენ. ყურბან-ბაირამი სამ დღეს გრძელდება.

ბათუმის მეჩეთში შეკრებილებმა ხალიჩები, მორწმუნეების სიმრავლის გამო, სამლოცველოს ეზოსა და მიმდებარე ქუჩაზე  გაშალეს და ბაირამის ლოცვა ღია ცის ქვეშ აღავლინეს.

დღის ამბები