19 ნოემბერი 2024,   21:22
ვრცლად
ჩვენ გვყავს გაბანკროტებული, ნერვებ მოშლილი, ემოციურად არამყარი ადამიანი მერად - თამარ ამაშუკელი

თავისუფალი დემოკრატების წევრი თამარ ამაშუკელი დედაქალაქის მერს დავით ნარმანიას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მას არა აქვს არც რესურსი და არც პოლიტიკური წონა გააჩნია მართოს დედაქალაქი.

ამის შესახებ თამარ ამაშუკელმა კურიერის პირდაპირ ეთერში ისაუბრა და დავით ნარმანიას გადადგომისკენ მოუწოდა.

„არ იქნება სწორი ყველაფერი გადავაბრალოთ დავით ნარმანიას, ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მთელმა ქართულმა ოცნებამ. თუ მას აღარ აქვს უნარი და ქაოსში გვაცხოვრებს და არ შეუძლია პრობლემის მოგვარება, კეთილი უნდა ინებოს და უნდა გადადგეს. თავისი სურვილით, იმიტომ რომ, ფაქტიურად კრიზისშია. პრაქტიკულად ჩვენ დღეს გვყავს სრულიად გაბანკროტებული, ნერვებმოშლილი, ემოციურად არამყარი ადამიანი, რომელიც ზის მილიონ ნახევრიანი ქალაქის თავში, რომელიც რასაც ჩასძახებენ, იმას ცდილობს, რომ გააკეთოს,“ - აცხადებს თამარ ამაშუკელი.

დღის ამბები