19 ნოემბერი 2024,   21:21
ვრცლად
"გაერთიანებული დემოკრატების" წევრი დავით ნარმანიას პასუხისმგებლობის დაყენებაზე საუბრობს

თამარ ცინცაბაძე გაერთიანებული დემოკრატების წევრი დავით ნარმანიას პასუხისმგებლობის დაყენებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ დედაქალაქის მერი ყოველთვის გაურბის საკრებულოს წევრების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხების გაცემას. თამარ ცინცაბაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიცია და მოქალაქეები უფრო აქტიურები უნდა იყვნენ, რომ გარკვეულ საკთხებზე რეაგირება ქონდეს ხელისუფლებას.

„მნიშვნელობა აქვს მოსახლეობისათვის ვინ ღებულობს გადაწყვეტილებას, თუ ნარმანია გადაწყვეტილებას არ ღებულობს, ვინც ღებულობს გადაწყვეტილებას, ისიც უარესი უნიათო ყოფილა მასზე. მთლიანად ოცნება გამოდგა უნიათო,“ - აცხადებს თამარ ცინცაბაძე, რომელიც აქვე ამბობს, რომ იმპიჩმენტის განხორციელებისათვის ოპოზიციას საკრებულოში ხმები არ ყოფნის და საზოგადოებაში არ უნდა გაჩნდეს ტყუილის მოლოდინი.

დღის ამბები