03 ოქტომბერი 2024,   17:21
ვრცლად
საია საყდრისი-ყაჩაღიანის საქმეზე არსებულ დოკუმენტებს შეისწავლის

საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოსთან დაკავშირებით დღეს განცხადებით მიმართავს კულტურის სამინისტროს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. არასამთავრობო ორგანიზაცია ძეგლის სტატუსთან დაკავშირებით ყველა დოკუმენტაციის გადაგზავნას ითხოვს, მათ შორის სტატუსის შეჩერების გადაწყვეტილებას და იმ დოკუმენტებს, რის საფუძველზეც გაანახლა კომპანია "არ-ემ-ჯი გოლდმა" სამუშაოები.

„მოვითხოვთ ყველა იმ დოკუმენტაციის გადმოცემას, რომლის საფუძველზეც მომზადდა ის ბრძანებები, რომლის მიხედვითაც 12 დეკემბერს გამოიცა ორი კონკრეტული სამართლებრივი აქტი; ასევე მოვითხოვთ ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების დაწყებასთან "არ-ემ-ჯი გოლდის" მიერ, გაცემულ დადებით დასკვნას და ყველა თანმდევ დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც კომპანიამ დაიწყო მსხვილმასშტაბიანი სამუშაოები," - განმარტავს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი სულხან სალაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები