გვიან ღამით მარნეულის რაიონულ საავადმყოფოში ინტოქსიკაციის დიაგნოზით 150 ადამიანი მოათავსეს. შემთხვევა სადახლოში, ქორწილში მოხდა. ამ დრომდე უცნობია, რა გახდა მათი ინტოქსიკაციის მიზეზი. მოწამლულთა შორის არიან ბავშვებიც. მედიკოსების თქმით, პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, ნაწილი მათგანი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა მარნეულის საავადმყოფოდან რუსთავში გადაიყვანეს. მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოძიება.