03 ოქტომბერი 2024,   17:24
ვრცლად
ხაშურში სამართალდამცველებმა მოქალაქე გადაარჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა  ხაშურში, გაგარინის ქუჩაზე, ნაქირავებ ბინაში მცხოვრები, 1989 წელს დაბადებული მოქალაქე სიკვდილისგან იხსნეს.

სამართალდამცველებს მოქალაქემ მიმართა მისი მეუღლის შესაძლო თვითმკვლელობის შესახებ. ოპერატიული ჯგუფი მითითებულ მისამართზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გამოცხადდა. პოლიციელებმა საცხოვრებელი ბინის კარი შეამტვრიეს, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი თოკზე ჩამოკიდებული ნახეს. სამართალდამცველებმა თოკი გადაჭრეს და დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება შემთხვევის ადგილზევე აღმოუჩინეს, რის შემდეგაც ხაშურის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

დღის ამბები