180-ზე მეტი ადამიანი მოიწამლა ბოლო ინფორმაციით, სადახლოში. ყველა მათგანი ქორწილში იმყოფებოდა. მასობრივი ინტოქსიკაციის სავარაუდო მიზეზი საკვები ან სასმელია.
მოწამლულები გვიან ღამით მარნეულის რაიონულ საავადმყოფოებში მოათავსეს, მათ შორის არიან ბავშვებიც. ექიმების თქმით, პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. მათი ნაწილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა მარნეულის საავადმყოფოებიდან რუსთავში და თბილისში გადმოიყვანეს.
მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოძიება.